ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის, თუ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩაიშლება.
„ვიცი რუსეთის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში, რუსეთს მეზობლებთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა რუსეთს ალტერნატივა აქვს: ნატოსთან თანამშრომლობა და მუშაობა. პოლიტიკური გზის პოვნა შესაძლებელია, მაგრამ კონფლიქტის რისკი კვლავ დარჩება. ნატოს შეკავების ფაქტორი სანდო და ძლიერია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი და ვიმუშაოთ საუკეთესოსთვის, თუმცა მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.