logo_geo
eng_logo
დღეს ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება
- +

10 იანვარი. 2022. 11:03

 

 

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ნაწილია ე.წ. „სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისა“, ჟენევაში დღეს დაიწყება. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყებამდე ერთი დღით ადრე კი, ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აუდიენციაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, რომელ ალიანსებს შეუერთდნენ.

 

შერმანმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ერთგულებას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული ერების თავისუფლების მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner