ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული. როგორც ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 5 969 ადამიანია დაკავებული.
პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.