დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „LDS charities“-თან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზაცია „LDS charities“-ში შეტანილი საგრანტო პროექტის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.
ორგანიზაცია „LDS charities“-მ 2022 წელი მუნიციპალიტეტს განსაკუთრებულად მიულოცა, აღნიშნული პროექტი დააფინანსა და მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 150 აღსაზრდელს საწოლებს შეუძენს.
„ჩვენი პატარების პირობების გაუმჯობესებისათვის და საიმედო პარტნიორობისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ საქველმოქმედო ორგანიზაცია „LDS charities“-ს, საქველმოქმედო ორგანიზაცია ”საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ და „ააიპ კასპის შშმ პირთა კავშირი“-ს თავმჯდომარეს დავით პარკაძეს, რომლის უშუალო ინიციატივით შედგა ჩვენი კონტაქტი და პროექტი, ასევე მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროექტის შედგენაზე მუშაობდნენ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.