ლიბიის ქალაქ ბენგაზიში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აფეთქება ალ-კუვარშას რაიონში მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულთა უმეტესობა სამხედრო პირია.
თავდასხმა, სავარაუდოდ, სწორედ მათზე განხორციელდა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ავიაციამ ლიბიაში „ისლამურ სახელმწიფოზე" ავიადარტყმები განახორციელა.