logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპრომისზე არასდროს წავა
- +

10 იანვარი. 2022. 16:41

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპრომისზე არასდროს წავა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO დაეხმარება უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებებმა შესაძლოა ყველა საკითხი ერთდროულად ვერ გადაჭრას, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილების გზა შეიძლება უზრუნველყოს.

 

„NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ ყველა ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ათწლეულების მანძილზე ეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპია. უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner