ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, უსაფრთხოების სფეროში ყაზახეთთან თანამშრომლობა გააძლიეროს და მას გარე ძალების ჩარევასთან დაპირისპირებაში დაეხმაროს.
„ყაზახეთში ბოლოდროინდელი არეულობა ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზია კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზოგიერთ გარე ძალას ჩვენს რეგიონში მშვიდობა არ სურს“, - აღნიშნა ვან იმ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.