logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე
- +

3 აგვისტო. 2016. 10:56


„წინასაარჩევნო გარემო არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე",- ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის კრიტიკულ განცხადებას.


ბესელიას განცხადებით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.


„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკურ წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა ადეკვატურ რამეს, ან გააკეთებინებს იმას, რაც არაა კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე," - განაცხადა  ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner