რომის პაპი ფრანცისკე ყაზახეთში არეულობის დასასრულებლად დიალოგისა და სამართლიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მწუხარებით შევიტყვე, რომ ყაზახეთში ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებულ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. ვლოცულობ მათთვის და მათი ოჯახებისთვის და იმედი მაქვს, რომ სოციალური ჰარმონია რაც შეიძლება მალე აღდგება დიალოგის, სამართლიანობისა და საერთო სიკეთის ძიების გზით“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.