logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მომენატრებით, ბატონო რეზო!..
- +

10 იანვარი. 2022. 17:53

 

 

პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს 1994 წელია...

 

მე, მაგარი პოეტის, რეზო ამაშუკელის, მეგობარი და თანამებრძოლი ვარ...

დღეს ის წავიდა მარადისობაში...

 

სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის ბრძოლით, მართალი სიტყვის, როგორც ბრძოლისას ტყვიის სროლით დაღლილი...

 

სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ მირეკავდა და - ჯიგარი ხარო- მეუბნებოდა... მერე კი, მაკრიტიკებდა და უამრავ შენიშვნას მაძლევდა...

 

ეს - ჯიგარი ხარო - იყო ყველაზე დიდი შეფასება ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის...

 

მომენატრებით, ბატონო რეზო, ძალიან მომენატრებით...“ - წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner