logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული მიმართულება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება გახლავთ
- +

10 იანვარი. 2022. 18:18

 

 

„ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება 2024 წელს, ეს იყო მთავარი საარჩევნო დაპირებაც. უნდა ვთქვათ, რომ ამ საკანონმდებლო აქტის [„მეწარმეთა შესახებ“ კანონი] მიღებით, ამ სფეროს მარეგულირებელ დირექტივებთან დაახლოების მოვალეობა, მთლიანად არის საქართველოს მხრიდან შესრულებული, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „რამდენად დაუახლოვდა ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით და რამდენადაა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად".

 

„მაგრამ საკითხი არაა იმგვარად, თითქოს თვითმიზანი მხოლოდ იყოს, რომელიმე დირექტივასთან დაახლოება, ეს არის სწორი მიმართულებით ჩვენი კანონმდებლობის განვითარება და არა უბრალოდ განვითარება, არამედ, ნახტომისებრი განვითარება, იმიტომ რომ გვაქვს საკანონმდებლო აქტი საკორპორაციო ურთიერთობებში, რომლებიც სრულფასოვნად, ევროპულ დონეზე ახდენს ურთიერთობების დარეგულირებას. ეს არის ყველაზე დადებითი პოზიტიური მხარე ამ საქმისა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკანონმდებლო აქტი ამ მიმართულებით და ეს არის საქართველოს დიდი წარმატება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner