logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობაში“ მართვის პრინციპები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ ცალკეული გადაადგილებები თვისობრივ სიახლეს ვერ შეიტანს
- +

10 იანვარი. 2022. 18:40

 

 

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ გადაადგილებებს, სამწუხაროდ, მართვის იქაური პრინციპები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ ცალკეული გადაადგილებები თვისობრივ სიახლეს ვერ შეიტანს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს ისეთი ვერტიკალური მართვა, რაც არავითარ შესაძლებლობას არ უშვებს იმისას, რომ იქ დემოკრატიულად რაღაც პროცესები განვითარდეს.

 

„სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც დარჩება იმ დესტრუქციის მცდელობების ავანგარდში, რომელიც შემოტანილი იყო ბოლო წლებში საქართველოში, როგორც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორი მიმართულებით ქართული პოლიტიკის განვითარებისა. საუბედუროდ, ეს ასე იქნება. რაც შეეხება მელისა და ნაყოფიას ჩანაცვლებას, ეს დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ და ამაში მოულოდნელი და უცნაური არაფერია. ფაქტია, ამ პარტიაში არსებობს ისეთი ვერტიკალური მართვა, რაც არავითარ შესაძლებლობას არ უშვებს იმისას, რომ იქ დემოკრატიულად რაღაც პროცესები განვითარდეს. ეს არის სრულიად ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალობაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner