„დიდად არც გამკვირვებია „ე.ნ.მ“-ს პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგი, რომელმაც პარტია კვლავ ერთპიროვნულ მფლობელს - უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს დაუქვემდებარა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც მორიგი მარიონეტის - „თავმჯდომარე“ კობა ნაყოფიას მეშვეობით, რომელიც ამ სექტაში რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, მისი ოფიციალური ბინადარის რანგში. ამას უჩიჩინებდა ეტყობა თავის უკრაინელ შვილს - თურქეთის ბინადარი დედა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ ინსტრუქციის მისაცემად მოაკითხა უკრაინელ დისშვილს მისმა ამერიკის მოქალაქე ბიძამ.
„ამ ინტერნაციონალური პოლიტიკური აჯაფსანდალის ფონზე, ბარემ პარტიის სახელწოდების რებრენდინგსაც მოახდენდა კაცი. რაღა „ერთიანი“ - ყოფილიყო „დაქსაქსული“. რაღა - „ნაციონალური“, ყოფილიყო „ინტერნაციონალური“. და რაღა - „მოძრაობა“, ბარემ „მუხრუჭი“ ყოფილიყო. დაქსაქსული ინტერნაციონალური მუხრუჭი - ყველაზე კარგად ასახავს სექტის დღევანდელ პოლიტიკურ ნარატივს.
ამ რებრენდინგით, წარსულს „ჩააბარებდნენ“ КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილს, თავისი то ли კაგებეშნიკი, то ли გერეუშნიკი ბიძით, ოკუპანტ რუსების ბიზნესზე გამდიდრებულ ნაყოფიას, უშიშროების არა/წარჩინებით აკადემიადამთავრებულ მელიას და პრიმაკოვის პროტეჟე, რუსეთის საგარეო უსაფრხოების სპეციალისტ ელენე ხოშტარიას. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს მოევლინებოდა სულ „ახალი“ და „რეკონსტრუირებული“ პარტია, აბსოლუტურად „საღი“ სახეებით და „განახლებული“ პროგრამებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.