5‐14 აგვისტოს, ბათუმში, პროექტის „Heat Batumi" ფარგლებში, ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარსდგებიან.
პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები ‐ ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ. 9‐10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში პოეზიის საღამოები მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი და ზვიად რატიანი. 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან" The Quintessence ‐ ის კონცერტი მოეწყობა.
„ქუჩის თეატრის პროექტი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.