„გილოცავთ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ნამდვილი პატრიოტები დაეპატრონენ“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კობა ნაყოფიას დანიშვნას.
„რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია ჩაიბარებს ნაცმოძრაობას. საგარეო ფლანგს „კაგებეს“ ოფიცერი თემურ ალასანია მიხედავს... შიდა პოლიტიკურ ზურგს გაამაგრებენ „მგიმოელი" პატრიოტები... გილოცავთ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ნამდვილი პატრიოტები დაეპატრონენ... მიშა ეკონომიკურ პროგრამას დაწერს... ხაბე ქუჩას გაამაგრებს... გოცირიძე ლარს გაამყარებს და ქვეყანასაც ეშველება“, - წერს ქადაგიძე.