logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: რუსი კაგებეშნიკების ბიზნესზე გამდიდრებული კობა ნაყოფია დღეს „ლიდერად“ იკურთხება
- +

10 იანვარი. 2022. 20:44

 

 

„ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სტატუსს ოფიციალურად დაემშვიდობა. მას პოლიტიკურ პოსტზე კობა ნაყოფია შეცვლის. ცვლილება შინაარსობრივად არაფრის მომცემია. ყველა ერთად და თითოეული ცალ - ცალკე - რუსული დავალებაა!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს.

 

„მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში რუსულად ნაბრძანები პოლიტიკის რუსეთის ინტერესების გამტარი და უსამშობლოდ დარჩენილი პოლიტიკური მარიონეტია; მიხეილ სააკაშვილის მფარველი ბიძა თემურ ალასანია, ანდროპოვის მიერ აღზრდილი კეგებე-ს გენერალ-პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა დღემდე არ დაუტოვებია და რომელსაც ყოველთვის ხელს დააფარებს ვლადიმერ პუტინი;

 

რუსი კაგებეშნიკების ბიზნესზე გამდიდრებული კობა ნაყოფია დღეს „ლიდერად“ იკურთხება (ლიდერი სააკაშვილი იყო და ამადვე რჩება), ეს პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს. ლიალკა, მელია, შედარებით ახალი თაობაც რუსული პოლიტიკის ნაწილია. პოლიტიკური სარკაზმია ამ ფონზე „ქართული ოცნების“ გუნდს რუსეთუმე უწოდო. საფრანგეთში განათლებამიღებული პრემიერმინისტრი და გერმანიაში განათლებამიღებული მმართველი პარტიის და პარლამენტის თავმჯდომარეები დაგცინიან მეგობრებო, დაგცინიან“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner