logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ნაყოფიას დაწინაურებით, რაშიც დიდი ალბათობით როლი სწორედ მისმა ფინანსურმა რესურსებმა შეასრულა, პარტიამ განაცხადი მის ვექტორზე გააკეთა
- +

10 იანვარი. 2022. 21:23

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ნაყოფიას დაწინაურებას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიამ რუსეთში გამდიდრებული კობა ნაყოფიას დანიშვნით, განაცხადი გააკეთა მის ვექტორზე.

 

„КГБ-ს კადრების სამჭედლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული და შემდეგ რუსეთში გამდიდრებული კობა ნაყოფია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაში მისი მშობლიური კუთხის აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ გადასახლდა, დღეს ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

ანუ, მილიონერი ნაყოფია, (მილიარდებზე ვერ გაქაჩა), ნაცებისთვის არაა „რუსი ოლიგარქი“

სტალინი ამბობდა „кадры решают все“ და ნაყოფიას დაწინაურებით, რაშიც დიდი ალბათობით როლი სწორედ მისმა ფინანსურმა რესურსებმა შეასრულეს, პარტიამ განაცხადი გააკეთა მის ვექტორზე“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner