სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევას ეხმიანება.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ადამიანები, რომლებსაც კგბ-სასწავლებელში ქართულის მტრობა ასწავლეს.
„წესიერი ადამიანი რეკავს ნაცებში. პასუხობს მდივანი ცისკარიშვილი:
- ალოო, მართალია რომ დაგერხათ?
- როგორ მიხვდით?
- ნაყოფიათი.
- კი დაგვერხა.
ხუთ წუთში კიდე რეკავს:
- მართალია რომ დაგერხათ?
- კი დაგვერხა.
და ასე გრძელდება 10-ჯერ.
- რა გააწყალეთ გული, ხომ გაიგეთ დაგვერხააა!
- იქნებ მსიამოვნებს მოსმენა.
ახლა კი სერიოზულად, მგონი სორბონა დამთავრებულ ხალხს 90-იანების კგბ-ს სკოლა დამთავრებული ტიპები უპირისპირდებიან, შედეგი ნათელია. უკვე ვერასდროს ვერ მოვლენ ცხოვრებაში მდაბიო ხალხი საქართველოს სათავეში.
ხალხს, რომლებსაც კგბ-ს სასწავლებლებში დასავლურის, ცივილურის, ქართულის მტრობა ჩაუნერგეს.
ასე რომ დაგერხათ ნაცებო”, - წერს გაბრიჭიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.