logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: პატიმარი სააკაშვილის და რუსული ფულის გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაძლიერდა
- +

10 იანვარი. 2022. 22:01

 

 

„პატიმარი სააკაშვილის და რუსული ფულის გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაძლიერდა, „ყველაზე პროდასავლურ“ ოპოზიციურ პარტიას რუსული ეფ-ეს-ბეს ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

მისი თქმით, საბჭოთა კაგებეს გენერლის თემურ ალასანიას დავალებების შესრულება დაიწყო.

 

„პატიმარი სააკაშვილის და რუსული ფულის გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაძლიერდა, „ყველაზე პროდასავლურ“ ოპოზიციურ პარტიას რუსული ეფ-ეს-ბეს ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, ჩაჩოჩებულმა ნიკანორ მელიამ კი ზაალ უდუმაშვილი ჩააჩოჩა. საბჭოთა კაგებეს გენერლის თემურ ალასანიას დავალებების შესრულება 2 დაიწყო, უფრო მეტი აგრესიით, უფრო მეტი რუსული ფულით შეუქმნან პრობლემები საქართველოს სტაბილურობას, კვლავ დაანონსებული აქციები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, ყაზახეთის სცენარის აქ გამეორების სურვილი! და ესენი საფრანგეთში განათლება მიღებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გერმანიაში განათლება მიღებულ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ეძახიან პრორუსებს, ,,სტიდნა ტავარიშჩი, სტიდნა“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner