logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: მას არ შეეძლო გულგრილი მაყურებლის როლში ყოფნა
- +

10 იანვარი. 2022. 23:19

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას ეხმიანება და Facebook პოსტს აქვეყნებს:

 

„ის ნამდვილად თლიდა ბოლნისის ლომებს.

ავი მუსაიფიც ნამდვილად იცოდა.

იცოდა, რომ პოეტი იყო.

ამის დამწერი:

„მთვარე,

მე, 

შენ და

არაგვი

მთვრალი ვიყავით

ოთხივე"...

იცოდა, რომ პოეტს ყველაფერი ეპატიება და... არაფერი ეპატიება.

მისთვის სრულიად მიუღებელი იყო ცნობილი სენტენცია, რომელიც ბევრ დიდ მოაზროვნეს ხიბლავდა:

„მებრძოლს არა აქვს სინდისი, სინდისი აქვს მხოლოდ მაყურებელს"...

მას არ შეეძლო გულგრილი მაყურებლის როლში ყოფნა.

ლომების გამომთლელი, ლომივით უნდა ბრდღვინავდეს.

და ბრდღვინავდა.

ბრდღვინავდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

„ვიდრე პირში სული მიდგას"...

ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას.

მაინცდამაინც ნუ დაიმშვიდებენ თავს მისი ავისმოსურნენი:

რეზო ამაშუკელის  ლექსი მუდამ იბობოქრებს,

რადგან მას უბერებელი და უკვდავი ქართული სული უდგას“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner