logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ცოტა უხერხულია სექტის ხელმძღვანელზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვთქვა, მაგრამ იყოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია
- +

11 იანვარი. 2022. 00:32

 

 

„ალილუია, განახლდა ნაცმოძრაობა კვლავ რუსული აქცენტით. 90-იანი წლების უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებული ნიკანორი, რომლის მამა ანზორისთვის რუსეთი მეორე სამშობლოა, ჩანაცვლდა რუსეთის მოქალაქე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის, რუს „კაგებეშნიკებთან“ ერთად „კვარციტში“ გამდიდრებული კობა ნაყოფიათი“, - ასე პასუხობს ექსპერტი ნინო ფოჩხუა კობა ნაყოფიას დაწინაურებას.

 

„ცოტა უხერხულია სექტის ხელმძღვანელზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვთქვა, მაგრამ იყოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია. ალილუია, განახლდა ნაცმოძრაობა კვლავ რუსული აქცენტით. 90-იანი წლების უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებული ნიკანორი, რომლის მამა ანზორისთვის რუსეთი მეორე სამშობლოა, ჩანაცვლდა რუსეთის მოქალაქე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის, რუს „კაგებეშნიკებთან“ ერთად „კვარციტში“ გამდიდრებული კობა ნაყოფიათი.

არ ამართლებენ ეტყობა ძველი კადრები, (გრიშა ვაშაძე) ფული იხარჯება, შედეგი არ იდება. მთავარი „კაგებეშნიკიც“ ხომ ამიტომ ჩამოვიდა შორეული ამერიკიდან, რომ ძველი ახლით შეეცვალა, მაგრამ საბედნიეროდ ვეღარ პოულობენ ახლებს. ამის მაგალითი კი ნაყოფიას დანიშვნაა. ამის შემდეგ, კიდევ ჩვენ ვყოფილვართ რუსეთის აგენტები და პუტინის მონები. ჩვენ, რომლებმაც ავირჩიეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას, სადაც უმეტესობა ევროპაში განათლება მიღებულია, КГБ ფილში აქვთ ნანახი ან წაკითხული. მაგ. ი.კობახიძე, ი. ღარიბაშვილი, შ. პაპუაშვილი და ა. შ. და ა. შ.“ - წერს ნინო ფოჩხუა facebook ზე.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner