logo_geo
eng_logo
რომის პაპი: ვაქცინა ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის - მოსახლეობის ვაქცინაციის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს
- +

11 იანვარი. 2022. 00:36

 

 

„ვაქცინა ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

 

„ვაქცინები არ არის ჯადოსნური სამკურნალო საშუალება. ისინი ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

მისი თქმით, ადამიანებზე გავლენას ახდენს უსაფუძვლო ინფორმაცია ან ცუდად დოკუმენტირებული ფაქტები, რომლებიც რეალობას ამახინჯებენ.

 

„თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინებმა ეფექტურად შეამცირა კორონავირუსის მძიმე შედეგები და მოსახლეობის ვაქცინაციის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner