საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პედაგოგ ლადო აფხაზავას სახელით გავრცელებულ კომენტარს ეხმაურება, რომლის თანახმად თითქოს აფხაზავამ რეზო ამაშუკელზე დაწერა: „წასულა ზეციურ საბჭოთა კავშირში“.
ლადო აფხაზავა აღნიშნულ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს და ბოდიშს იხდის:
„რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად რომ აკომენტარებს, „სქრინავს“ და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს. ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი. არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ ამჯერად არა, მე არ დამიწერია. ბოდიში გაუგებრობისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.
თამთა მეგრელიშვილმა ლადო აფხაზავას გრამატიკის სწავლისკენ მოუწოდა:
„ამას ბავშვები რომ კითხულობენ, „საუკუნის პედაგოგს“ გრამატიკა რომ გესწავლა, ცუდი არ იქნებოდა და ისიც გეცოდინებოდა, რომ „რომ“ კავშირის წინ ყოველთვის არ იწერება სასვენი ნიშანი მძიმე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.