logo_geo
eng_logo
KFC-მ მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა დაიწყო
- +

11 იანვარი. 2022. 02:14

 

 

სწრაფი კვების ამერიკულმა ქსელმა, KFC-მ Beyond Meat-ის მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა მთელი ამერიკის მასშტაბით დაიწყო – ახალი პროდუქტი KFC-ის მენიუში მცირე დროით გამოჩნდება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკე, ასევე მცენარეულ მენიუსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მცენარეული ქათამი ლიმიტირებული დროით გაიყიდება – მანამ, სანამ მარაგები არ ამოიწურება.

 

Beyond Fried Chicken-ის სახელით ცნობილი მცენარეული ქათამი, რომელიც Beyond Meat-მა ექსკლუზიურად KFC-სთვის შექმნა, პირველად 2019 წელს, ატლანტაში მდებარე რესტორანში გამოჩნდა. რესტორანთან მალევე რიგი გაჩნდა, ხოლო მარაგები ხუთ საათში ამოიწურა. მოგვიანებით, ექსპერიმენტი ნეშვილში, შარლოტში და სამხრეთ კალიფორნიაშიც ჩატარდა, სადაც მცენარეული ქათმის მარაგები ერთ კვირაში ამოიწურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner