logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრად რჩება
- +

3 აგვისტო. 2016. 11:33


პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ამის შესახებ, ექსპერტი "რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს.


არეშიძე აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილი რჩება "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელია".


ასევე არეშიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, "იურისტი კაცი" რატომ ამბობს უარს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე?! გაურკვეველია მიზეზიც - ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს".



„საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო საკმაოდ რთული პროცესი ვითარდება. არ ვარ იურისტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება, მაგრამ, რასაც ვხედავ, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს, რაღაც დავალება შეასრულოს, რომელიც ბოლომდე არ გამოსდის. საბოლოო ჯამში, უარყოფით რეზონანსს ქმნის. თან, რაც დრო გადის, ჩანს, რომ არ უნდა, ეს უარყოფითი ფონი მოხსნას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ვითარება.

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ამაში ნელ-ნელა სულ უფრო ვრწმუნდები. საერთოდ, ეს პროცესი არ მიიქცევდა ჩემს, როგორც სხვა მიმართულების სპეციალისტის, ყურადღებას, რომ არა მისი ასეთი ეკლექტური და ქაოსური ქმედება", - განაცხადა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner