-
+
11 იანვარი. 2022. 10:02
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა. ის 65 წლის იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters მის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება.
დავიდ სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის გასული წლის ბოლოს, იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო გადაიყვანეს.
დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მას უფლებამოსილება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.