„მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში მივიდა. მან ეზოში დამხვედრ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ არის რამდენიმე ადამიანი, „მაესტროს" კოლექტივის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა მასთან შეხვედრა.
„ახლა გამატარეთ, კონკრეტულ სახელებს და გვარებს თქვენ თვითონ ნახავთ. მე ყველასთან მინდა შეხვედრა. ყველა ჟურნალისტს პირადად დაველაპარაკები, თუ აქვთ სურვილი. არავის დამორჩილებას არ ვაპირებ, მე მინდა ადმინისტრაციულ- ფინანსურ საკითხებში გარკვევა, იმიტომ, რომ „მაესტრო" არის უმძიმეს მდგომარეობაში.
ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი, პრობლემა არ არის არაფრის. დაველაპარაკები შენობის მფლობელს, მმართველს, მათ იურისტებს და ამის მიხედვით მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.