logo_geo
eng_logo
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორ დღეში ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება
- +

11 იანვარი. 2022. 11:30

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის დასრულება გამოაცხადა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღემდე გაგრძელდება.

 

„კონტრტერორისტული ოპერაციის მწვავე ფაზა უკვე გავიარეთ. ქვეყნის ყველა რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა. ორ დღეში ძალების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება. კონტინგენტის გაყვანის პროცესს სადღაც 10 დღე დასჭირდება“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ყაზახეთზე თავდასხმის გეგმა სხვადასხვა ასპექტს მოიცავდა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მზადებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ.

 

10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner