logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ლადო აფხაზავა, სირცხვილი თქვენ!!!
- +

11 იანვარი. 2022. 11:49

 

პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე მასწავლებელ ლადო აფხაზავას კომენტარს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ლადოია აფხაზავა, შე მართლა გლახაკო და არარაობა მასწავლებელო, თქვენ რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, როცა გარდაცვლილის პატივისცემა და ელემენტარული კულტურა, შეგნება არ გაგაჩნიათ?!

 

ასეთი სექტანტურად მოაზროვნე მასწავლებელი რომ ეყოლება ქვეყანას, აბა, იმ ქვეყანას წინ რა წასწევს?! არადა, მსგავსი ფსიქიკაშერყეული ადამიანები მრავლად ჰყავს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას, სამწუხაროდ... იმ სკოლას და მის ხელმძღვანელობას რა ვუთხრა მე, სადაც აფხაზავასნაირი,  სულით დაძაბუნებული ადამიანები განაგებენ ჩვენი ახალგაზრდობის სწავლა-განათლებასა და მომავალს?!

 

რეალობა კი ასეთია, - რეზო ამაშუკელი ქართულ ისტორიაში დარჩება როგორც დიდი პოეტი და თქვენ მხოლოდ მიშას მადიდებელ სექტანტად დარჩებით, რომელსაც სკოლისა და სამასწავლებლოს კარი შემთხვევით გაუღეს... სირცხვილი და თავის მოჭრა იმ საზოგადოებას, სადაც თქვენ ურთიერთობთ, ლადო აფხაზავა, სირცხვილი თქვენ!!!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner