საკონსტიტუციო სასამართლოშიპლენუმი, სავარაუდოდ, დღეს შეიკრიბება. სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებმა ოთხი მოსამართლის მისვლა დააფიქსირეს, მათ შორის მოსამართლე ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას, რომლებიც პლენუმის გუშინდელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
მერაბ ტურავა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ ე.წ გახმაურებულ საქმეებზე მოსამართლეებს შორის განსხვავებული აზრი არსებობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები შეთანხმებას შეძლებენ.
"ჩემთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. გახმაურებულ საქმეებზე ვერაფერს მოგახსენებთ, პლენუმი შეიკრიბება და გადაწყდება საკითხი", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
11:00 საათზე პლენუმმა უნდა დაიწყოს ოთხი გაერთიანებული სარჩელის განხილვა. პარლამენტის დეპუტატები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ კანონის რიგ მუხლებს ასაჩივრებენ.