logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სახელმწიფოები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა
- +

3 აგვისტო. 2016. 11:37


თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სახელმწიფოები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განასკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის ხელისუფლება, რომლისგანაც ვაშინგტონი ოპოზიციონერ ფეტჰულა გიულენის გადაცემას მოითხოვს. აღნიშნული თხოვნით თურქეთმა შტატებს უკვე მეორედ მიმართა.


,,როგორი სტრატეგიული პარტნიორობები გვაქვს სეართოდ, როდესაც მე ჩემი ქვეყნის სახელით ვითხოვ იმ ადამიანის გდმოცემას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერევა და თქვენ კი ამ ადამიანს თქვენს ქვეყენაში ტოვებთ და მალავთ? ისმის კითხვა, უჭერს თუ არა მხარს დასავალეთი ტერორიზმს? რომელ მხარეს დგას დასაველთი, დემოკრატიის თუ პუტჩის და ტერორის? სამწუხაროდ, დასავლეთი მხარს უჭერს ტერორიზმს და დგას პუტჩისტების მხარეზე"- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


აშშ-ში ერდოღანის განცხადებას უკვე უპასუხეს. სახელმიწფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პატივისცემით ეკიდებიან თურქეთის პრეზიდენტის უფლებას გააკრიტიკოს აშშ-ის ხელისუფლების წევრები. ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი ანკარასთან დიალოგს გააგრძელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner