logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა
- +

11 იანვარი. 2022. 13:28

 

 

სასამართლო პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა ხაზარაძის გაძევებით დასრულდა.

 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა მხარეთა რეპლიკებით განახლდა. ყოფილმა ბანკირებმა ბრალდების მხარე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულეს. პროკურორების განცხადებით, დასტურდება თაღლითობა, ასევე მყარია მტკიცებულებები ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ, რომ ის ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.

 

„ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?“,- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

სასამართლო პროცესიდან გაძევების მიუხედავად, მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს უფლება მისცა, დასკვნითი სიტყვით ისარგებლოს.

 

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომაზე გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს მიეცეს უფლება, დასკვნითი სიტყვით ისარგებლოს.

 

„გთხოვთ, დააბრუნოთ მამუკა ხაზარაძე სხდომაზე, რომ ისარგებლოს დასკვნითი სიტყვით, შესვენება გამოვაცხადოთ მანამდე, ყველამ ვიცით, რომ ემოციური ფონი მაღალია ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – მიმართა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოსამართლეს.

 

თავის მხრივ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ხაზარაძეს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება მიეცემოდა.

 

„თქვენ იცით, რომ გაძევებულია ბატონო მამუკა. მივცემ უფლებას, გამოვიდეს სხდომის დარბაზში და ისარგებლოს საბოლოო სიტყვით. მანამდე გამოვაცხადებ შესვენებას“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner