logo_geo
eng_logo
გერმანია „ინჯირლიკის“ ავიაბაზაზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
- +

3 აგვისტო. 2016. 11:37


გერმანია, თურქეთში მდებარე „ინჯირლიკის" ავიაბაზაზე განლაგებული გერმანელი სამხედროების დასაცავად, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.


 სამხედრო მაღალჩინოსნების განმარტებით, აღნიშნული ზომა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და თურქულ არმიაში დაწყებულ ე.წ. წმენდას უკავშირდება.


მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან „ინჯირლიკიდან" ფრენებს მხოლოდ ის თვითმფრინავები განახორციელებენ, რომლებსაც სარაკეტო დარტყმების მოგერიება შეუძლიათ.


მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-მ და დანიამ მიიღეს.


„დოიჩე ველეს" ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ანკარას განცხადება, რომლის თანახმად სამხედროებს და პოლიციას არ შეუძლიათ, თურქეთის სამხრეთში საჰაერო სივრცე სათანადოდ დაიცვან.


„დოიჩე ველე" წერს, რომ გაუგებარია, რამ განაპირობა ანკარას აღნიშნული განცხადება, რადგან მანამდე, თურქეთში განლაგებული სამხედრო ავიაბაზების სივრცეს თურქი სამხედრო პოლიციელები პატრულირებდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner