logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ხელის გაშვერა და იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, არასწორია... ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული
- +

11 იანვარი. 2022. 14:21

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული.

 

ამასთან,  ექსპერტმა 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, „2022 წელს დიდია მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“.

 

„მთლიანობაში 2021 წელი მთელი რიგი ეკონომიკური მიღწევებით იყო აღსანიშნავი და აგრეთვე საკმაოდ დიდი სირთულეებითაც. მოდი სირთულეებით დავიწყოთ,  ინფლაცია მთელ მსოფლიოში პრობლემური იყო 2021 წელს და მათ შორის საქართველოშიც, ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის ხარჯზე ორნიშნა იყო და შესაბამისად ამან სირთულეები შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner