logo_geo
eng_logo
13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე, სიდნეიში დაკრძალავენ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს
- +

11 იანვარი. 2022. 14:43

 

 

ხუთშაბათს, 13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე  სიდნეიში დაკრძალავენ ლეგენდარულ ათლეტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს.

 

დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი - https://view.oneroomstreaming.com/   (ელექტრონული ფოსტა: yana_k@bigpond.com,  პაროლი: Y74RW9)

 

12 იანვარს, 12-დან 17 საათამდე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყობა სპეციალური ადგილი, გაიხსნება სამძიმრის წიგნი. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ ჩანაწერი, თანაგრძნობა გამოუცხადონ ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner