logo_geo
eng_logo
ჯანმო: მომდევნო ორი თვის განმავლობაში ევროპის მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ომიკრონით“ დაინფიცირდება
- +

11 იანვარი. 2022. 15:23

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირდება.

 

„ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ომიკრონი“ შტამით მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში დაინფიცირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

 

ჰანს კლუგეს თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები გამოუვლინდა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად შეეკრას უჯრედებს და ის ადამიანებიც კი დააინფიციროს, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებულნი ან ვაქცინირებულნი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner