ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს Facebook-ზე ეხმაურება.
„რა კონტრასტია, არა? როდესაც პრეტენზია გაქვს ევროპულ განათლებასთან, დასავლურ ღირებულებებთან და ბიოგრაფიასთან... როცა „ოცნებას“ რუსეთუმეობას აბრალებ, ამ დროს თავად ხარ რუსეთი!
ირაკლი ღარიბაშვილი - სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
ირაკლი კობახიძე - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
შალვა პაპუაშვილი - ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
VS
მიხეილ სააკაშვილი - კიევის უნივერსიტეტი (საბჭოთა კავშირი).
კობა ნაყოფია - რუსეთის საგარეო სამინისტროს დიპლომატიური აკადემია(რუსეთის ფედერაცია).
ელენე ხოშტარია - „მგიმო“ (რუსეთის ფედერაცია)“, - წერს ქადაგიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.