logo_geo
eng_logo
კასპში #4 საჯარო სკოლის და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

11 იანვარი. 2022. 16:33

 

 

კასპში #4 საჯარო სკოლის და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა-მოასფალტების  სამუშაოები დაიწყო.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. მშენებლები ამჟამად გზის ტრასის აღდგენასა და მიწის ვაკისის მომზადებაზე მუშაობენ. წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის მოასფალტებას დაიწყებენ. გზაზე მოეწყობა საფეხმავლოები და ბორდიურები.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.

 

„აღნიშნული გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან მისასვლელად.  მიუხედავად იმისა, რომ გზა მოუწყობელი იყო, მოსახლეობა და მოსწავლეები მაინც ამ გზით სარგებლობდნენ და მისი  რეაბილიტაციის საკითხს აყენებდნენ. მათი მოთხოვნის  გათვალისწინებით, მოვამზადეთ პროექტი, გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი და  რეაბილიტაციაც უკვე დავიწყეთ. გზის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner