logo_geo
eng_logo
ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს
- +

11 იანვარი. 2022. 16:45

 

 

ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

 

თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა. ცვლილებები არ შეეხო შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner