პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რა უნდა ვთქვა, რაც არ თქმულა, რა სიტყვებით შევაფასო ის - ამხელა პოეტი - მე, ან ივარგებს რამედ ეს შეფასება?!
ორი დღეა, გულში მიტრიალებს - კაცი კაცური!
მთელი ცხოვრება ოპონენტები იყვნენ, წინააღმდეგობამ კულმინაციას მიაღწია „ვარსკვლავთბიჭუნებთან“ (ასე ეძახდნენ მაშინ) დაკავშირებით, სააკაშვილის მეთაურობით. 2001 თუ 2002 წელს, ჯერ ურემი გადაბრუნებული არ იყო, ტელევიზიით გამოვიდა და თქვა - შენ მართალი ხარ, გურამ!
ერთად ვუყურებდით და ცხოვრებაში არ დამავიწყდება მამაჩემის სახე - გაკვირვებული და ბავშვივით გაბადრული. მას შემდეგ, ბევრჯერ გაუმეორებია ეს - სიტყვითაც, საქმითაც. თითქოს არაფერია, ხომ? მაგრამ თითქმის ვერავინ შეძლო.
ნათელში იყოს ბატონი რეზო ამაშუკელის კაცური სული!“ - წერს რუსუდან შარაძე.