logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: რა სიტყვებით შევაფასო ის - ამხელა პოეტი - მე, ან ივარგებს რამედ ეს შეფასება?!
- +

11 იანვარი. 2022. 17:36

 

 

პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რა უნდა ვთქვა, რაც არ თქმულა, რა სიტყვებით შევაფასო ის - ამხელა პოეტი - მე, ან ივარგებს რამედ ეს შეფასება?!

 

ორი დღეა, გულში მიტრიალებს - კაცი კაცური!

 

მთელი ცხოვრება ოპონენტები იყვნენ,  წინააღმდეგობამ კულმინაციას მიაღწია „ვარსკვლავთბიჭუნებთან“  (ასე ეძახდნენ მაშინ) დაკავშირებით, სააკაშვილის მეთაურობით. 2001 თუ 2002 წელს, ჯერ ურემი გადაბრუნებული არ იყო, ტელევიზიით გამოვიდა და თქვა - შენ მართალი ხარ, გურამ! 

 

ერთად ვუყურებდით და ცხოვრებაში არ დამავიწყდება მამაჩემის სახე - გაკვირვებული და ბავშვივით გაბადრული. მას შემდეგ, ბევრჯერ გაუმეორებია ეს - სიტყვითაც, საქმითაც. თითქოს არაფერია, ხომ? მაგრამ თითქმის ვერავინ შეძლო.

 

ნათელში იყოს ბატონი რეზო ამაშუკელის კაცური სული!“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner