95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ფართები მთელი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული.
„დღეს მთავრობაზე გავიტანეთ 95 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხი. ქონება პრაქტიკულად, მთელ საქართველოშია განლაგებული - ეს არის წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, ახმეტა, ხონი, მარნეული, საშუალოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა საშუალოდ გამოდის 2 ათას 600 კვ.მ. მიწა 40-50 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა.
ეს ადამაინები საკმაოდ დიდი ხანია, იქ ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და ეს ქონება შესაბამისად დაუსაკუთრდათ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.