logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურით და ვადებით უნდა წარიმართოს
- +

11 იანვარი. 2022. 18:06

 

 

„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესი უნდა წარიმართოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურით და ვადებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„რაც შეეხება კონსენსუსს, გამომდინარე აქედან, რომ ოპოზიციას რეალურად არაფერი მოსწონს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება, არ ვარ დარწმუნებული რომ რაიმე კონსენსუსი მიიღწევა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე შესარჩევად, განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება.

 

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner