logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: „შავი სიის“ შედგენა შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა
- +

11 იანვარი. 2022. 18:11

 

 

„შავი სიის“ შედგენა ჩვეულებრივი შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა, პოლიტიკური ხერხი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის 1990-იანნ და 2000-იან წლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოსა და პოლიტიკის წესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის ინიციატორს ყველაფერი „ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდება“.

 

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის მეთოდები უკვე დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საზღვარგარეთ უკვე ყველაფერი გარკვეულია ამ პარტიისა და მისი სხვადასხვა ნაწილის შესახებ. უკვე ქართველმა ხალხმაც ძალიან კარგად დაინახა, თუ ვისთან აქვს საქმე. ასე რომ, ეს შავი სია მხოლოდ მათ სახეს წარმოაჩენს კიდევ უფრო ცხადად მეტად და არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს, სამართლებრივი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner