logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ნიკა მელია, როგორც ურჩი ფეოდალი, გუშინდელი დღიდან უკვე პოლიტიკური ისტორიის ნაწილია
- +

11 იანვარი. 2022. 18:12

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებების მიზანი ნიკა მელიას ჩამოშორება იყო. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნიკა მელია, როგორც ურჩი ფეოდალი, გუშინდელი დღიდან პოლიტიკური ისტორიის ნაწილი გახდა.

 

„ნაცმოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებების მიზანი ნიკა მელიას ჩამოშორება იყო - ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ამას დიდი ხანია ველოდით. ნიკა მელია ყოველთვის იყო პარტიის ნომინალური ლიდერი, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპზე მან გადაწყვიტა, რეალური ძალაუფლება აეღო ხელში, რაც არ შედიოდა პარტიის ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში. როგორც ჩანს, ეს ორთაბრძოლა პარტიის შიგნით დასრულდა ნიკა მელიას გაწირვით. ერთი შეხედვით, შეიქმნა ორხელისუფლებიანობა, მაგრამ ნიკა მელია, როგორც ურჩი ფეოდალი, გუშინდელი დღიდან უკვე პოლიტიკური ისტორიის ნაწილია“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner