პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „რეზონანსთან" ინტერვიუში განიხილავს. მისი შეფასებით, პაპუაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას" და მისი „მუშაობის არევას" ცდილობს.
„პაპუაშვილმა ერთმანეთს დაუპირისპირა მოსამართლეების ორი ჯგუფი. იგი მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, ამ დროს გამოდის მეორე ჯგუფი და ამას უარყოფს. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ყბადაღებული თემა სარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხი ჩავარდა. როცა დაინახა, რომ მოსამართლეებში ერთსულოვნება არ იყო და ეს საკითხი ჩავარდა, მაშინვე ზეწოლაზე დაიწყო საუბარი, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ ახორციელებს და რა სახის ზეწოლა ხდება. ჩემთვის, როგორც არა იურისტისთვის, პაპუაშვილის ქმედება ხასიათდება იმით, რომ ადამიანს უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სტაგნაციაში მოაქციოს",- განაცხადა არეშიძემ.