ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“, რომელიც დეკლარირებულად პროდასავლურია, ხელმძღვანელობაში ყოველთვის ჰყავს რუსი ბიზნესმენები და რუსი ჩეკისტები.
„ეს ხაზი გრძელდება - არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა გრიგოლ ვაშაძე. პარტიას, რომელიც დეკლარირებულად პროდასავლურია, ხელმძღვანელობაში ყოველთვის ჰყავს რუსი ბიზნესმენები და რუსი ჩეკისტები. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს არც სააკაშვილის ბიძა, ჩეკისტი თემურ ალასანია. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას დანიშვნას მე თემურ ალასანიას ვიზიტს ვუკავშირებ“, - ამბობს გია აბაშიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.