„ნაციონალური მოძრაობა“ 90-იან და 2000-იან წლებშია ჩარჩენილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არსით არათანამედროვე პარტიაა. ეს არის პოსტსაბჭოთა ტიპის პარტია, რომელსაც, რა თქმა უნდა, დასავლეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათ თავის დროზე შეეძლოთ ფასადური დემოკრატია ეთამაშათ, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარია ამასაც აღარ ცდილობენ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.