logo_geo
eng_logo
მირზა ხინიკაძე: „ომიკრონის“ გამო აღინიშნება მატების ტენდენცია, მაგრამ ციფრები კატასტროფული არაა
- +

11 იანვარი. 2022. 21:31

 

„ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ დირექტორი მირზა ხინიკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე აღინიშნება მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული ციფრები არაა.

 

„ახლა ვართ 203 საწოლზე, გვაქვს ორი რეანიმაციული განყოფილება და ოთხი თერაპიული დეპარტამენტი. პრინციპში, აღინიშნება ტენდენცია მატებისკენ, მაგრამ კატასტროფული ციფრები არაა. ამ დროისთვის თერაპიულ სექტორში 80 თავისუფალი ადგილი გვაქვს. თუ იქნება ისეთი გავრცელება, რომელსაც კლინიკა ვერ გაუმკლავდება, ალბათ საველე ჰოსპიტლები მოეწყობა“, - აცხადებს მირზა ხინიკაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner