როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამრთლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, რის შემდეგაც აქედან ორ მოსამართლეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აირჩევს. კითხვაზე, შეიცვლება თუ არა სასამართლოში ძალთა ბალანსი,
ექსპერტ-პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს რთული სათქმელია:
„როგორც გვერდიდან მაყურებელს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დისკრედიტაცისკენაა მიმართული.
მესმის, რომ პაპუაშვილს დავალება აქვს მიღებული, მაგრამ ხომ არსებობს ნორმები?!",- განაცხადა არეშიძემ.
ამ ფონზე მამუკა არეშიძე წინასაარჩევნოდ, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობას ხედავს.
„ახლა ეს დამოკიდებულია საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე, რამდენად აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სურვილს, რომ ქვეყნაში ქაოსური ვითარება შეიქმნას",- აცხადებს ექსპერტი.